თათია შარანგია პირველკლასელი შვილის სწავლაში 12.185 ლარს იხდის

თათია შარანგია პირველკლასელი შვილის სწავლაში 12.185 ლარს იხდისმთელი საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი გუშინ განახლდა.
სწავლის დაწყების პროცესს წინ უსწრებდა მზადება, საყიდლები ,ნერვიულობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იყო ეს პროცესი მნიშვნელოვანი, ვისი შვილებიც პირველად ემზადებოდნენ ამ მნიშვნელოვანი დღისთვისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისთვის.
წელს პირველკლასელთა რიგებში არაერთი ცნობილი ადამიანის შვილი მოხვდა.
მშობლების უმრავლესობამ არჩევანი კერძო სკოლებზე შეაჩერა.
პიანისტ თათია შარანგიას არჩევანი კავკასიის ფრანგულ სკოლაზე შეჩერდა.
წლიური გადასახადი აღნიშნულ სკოლაში 12.185 ლარს შეადგენს.
განო მელითაურმა და ალექსანდრა პაიჭაძემ საკუთარი შვილების განათლება წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლას მიანდეს.

აღნიშნულ სასწავლებელში წლიური გადასახადი 5.000 ლარს უტოლდება.
თიკა ჯამბურიამ თავისი პატარა განათლების მისაღებად UG სკოლას მიაბარა.
აღნიშნულ სასწავლებელში სწავლის წლიური საფასური 5.000 ლარია.
ხატია სიჭინავამ პატარა გაბრიელა შუმანის ფრანგულ სკოლაში შეიყვანა განათლების მისაღებად.
აღნიშნულ სასწავლებელში სწავლის წლიური გადასახადი 4.000 ლარს შეადგენს.