თბილისში, აეროპორტის გზაზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა

თბილისში, აეროპორტის გზაზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდათბილისში, აეროპორტის გზაზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.

“პირველს” შს სამინისტროში უთხრეს, რომ დაშავებულები ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

პირველი