თეა წულუკიანი: „სააკაშვილის ექსტრადირებაზე ქართული მხარე უკრაინის გადაწყვეტილებას ელოდება“

თეა წულუკიანი: „სააკაშვილის ექსტრადირებაზე ქართული მხარე უკრაინის გადაწყვეტილებას ელოდება“– ჩვენი მხრიდან გადავუგზავნეთ ყველანაირი დოკუმენტაცია, დოკუმენტაცია არის გასწორებული და დანარჩენი უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს, – ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბრისას გააკეთა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.
კითხვაზე, რამდენად სწორია პოლიტიკური კუთხით საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება, წულუკიანი ამბობს, რომ დღეს პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს, მათ შორის არც მის ახლანდელ თანაგუნდელებს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა.
თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პასუხი აქვს გასაცემი იმ ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს.