თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ელექტრობოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად, ორი მგზავრი დაშავდა. ისინი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

