თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და დაჭრილი მამაკაცი თემქის მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი.