თემქაზე დაჭრილი ზვიად ლურსმანაშვილის საქმეზე მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი დაკითხეს

თემქაზე დაჭრილი ზვიად ლურსმანაშვილის საქმეზე მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი დაკითხეს26 წლის ზვიად ლურსმანაშვილს, რომელიც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. ექიმის განცხადებით მისი მდგომარეობა სტაბილურია, მისი თქმით დაშავებულს

– აღენიშნება მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები კისრის, ზურგის და დუნდულის მიდამოებში. გაუკეთდა ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, რაიმე ისეთი დაზიანება, ღრუში შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება, – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

ზვიად ლურსმანაშვილი ამერიკის მოქალაქეა და შემთხვევისას მეგობართან, მუსიკოს თიკო მოსემღვდლიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მომღერალმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა, თუმცა კამერებთან არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა დაშავებულსაც, თუმცა დაჭრილია თუ არა თავდამსხმელი უცნობია. არ სახელდება დანაშაულის მოტივიც.

როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა უთხრეს, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ დანით დაჭრეს შემდეგ კი მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით დაახლოებით სამი გასროლის ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავს 2 პირი დაესხა თავს.

– გაჩერებაზე იდგა, როცა ესროლეს. ჯერ დაუჭრიათ, – აცხადებს თვითმხილველი.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დანითაა დაჭრილი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.