თიანეთში მამა 17 წლის შვილის მოკვლისთვის დააკავეს

მკვლელობა მოხდა დღეს გვიან საღამოს თიანეთში, გავრცელებული ინფორმაციით, მამამ საკუთარი 17 წლის ვაჟიშვილი მოკლა. შემთხვევის მოტივი უცნობია.

ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. როგორც უწყების პრესსამსახურში ნიუპოსტის განუცხადეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის ფაქტს, სავარაუდოდ, ჰყავს თვითმხილველებიც.

ნიუპოსტი