თორნიკე მამალაძე მოსამართლეს – მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ

თორნიკე მამალაძე მოსამართლეს - მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარდეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სასამართლო სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. ძმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მოსამართლეს შემდეგი რეპლიკებით მიმართა: „მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ“.

თორნიკე მამალაძემ დარბაზის დატოვების შემდეგ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი “ქართული ოცნების” დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.

– ბუგიანიშვილი არის “ქართული ოცნების” მონა. ესენი არიან არაკაცები”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.