თორნიკე მამალაძე – ”ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება”

თორნიკე მამალაძე - ”ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება”მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ 12:00 საათზე გამოაცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ფეისბუკზე ავრცელებს.

სასულიერო პირს ბრალი სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით. ბრალდების მხარის მტკიცებით გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

ნიუპოსტი