თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. როგორც თურქული მედია იტყობინება, 51 წლის ქალს ქუჩაში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დღეს ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით 44 წლის თურქი მამაკაცი დააკავა.
ნიუპოსტი

