“თუშეთში დასახლებული პუნქტების 80% ინტერნეტიზებულია”

"თუშეთში დასახლებული პუნქტების 80% ინტერნეტიზებულია"“თუშეთში დასახლებული პუნქტების 80% უკვე ინტერნეტიზებულია”,- ამის შესახებ “საქმის კურსს” მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ და ააიპ “თუშეთის განვითარების ფონდის” წარმომადგენელმა უჩა სეთურმა განუცხადა.
მისი თქმით, პროექტი, რომელიც თუშეთის ინტერნეტიზაციას გულისხმობდა, დასრულების ეტაპზეა. მის ფარგლებში 4 ცენტრალური და 3 დამატებითი ანძა დაიდგა, შედეგად, ინტერნეტი ხელმისაწვდომია ისეთ სოფლებშიც კი, სადაც მობილური კავშირი ხელმისაწვდომი არ არის.
ანძები დამონტაჟდა: აბანოს უღელტეხილზე, დიკლოზე, მაკრატელას მთაზე, კოკლათას მთაზე, ასევე ზემო ომალოსა და სოფელ ალისგორში.
უჩა სეთური განმარტავს, რომ ზოგიერთ სოფელში, როგორიცაა ალისგორი და ჯვარბოსელი, ინტერნეტი კომუნიკაციის ერთადერთი წყაროა, რადგანაც აქ მობილური კავშირი ხელმიუწვდომელია.
მისივე ინფორმაციით, ინტერნეტით სარგებლობა ფასიანია და დაახლოებით იგივე ტარიფები მოქმედებს, როგორიც თელავში.
პროექტისთვის გრანტი “ინტერნეტ საზოგადოებამ” გამოყო. 40 ათასი დოლარი გამოიყო. მას მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია ახორციელებს.
ბიზნესმედია