წერეთელზე საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა

წერეთელზე საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა თავი მოიკლაწერეთელზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც 30 წლამდე თავდამსხმელმა თავი მოიკლა სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.
ცხედარი შენობაში რჩება. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში უთხრეს, პოლიცია ადგილზე განგაშის ღილაკის ამოქმედებისთანავე წუთ-ნახევარში გამოცხადდა. სამართალდამცავებმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი თავის მიმართულებით გასროლა განახორციელა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაც სცადა. ბანკის დაყაჩაღება დღეს, 14:00 საათზე სცადეს.