ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა – მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა - მოსამართლე სათათბიროდ გავიდარამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა.

მას შემდეგ რაც სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ წარმოთქვა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

– ჯერ არ ვიცით განაჩენის შესახებ. წინასწარ გვაცნობებენ როდის იქნება განაჩენი. ვიმედოვნებ, რომ მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი. მას ექნება შინაგანი რწმენა, ის არ იქნება არავისზე დამოკიდებული და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

ნიუპოსტი