წლევანდელი ზამთარი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი იქნება

წლევანდელი ზამთარი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი იქნებაევროპული ქვეყნების კლიმატოლოგები ირწმუნებიან, რომ მომავალი ზამთარი ევროპის კონტინენტზე ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი იქნება. მათი თქმით ზამთარში ნაკლები მზიანი დღე იქნება და ძლიერი ყინვები უკვე ნოემბრის თვიდან დაიწყება, დეკემბერში კი ტემპერატურა სტაბილურად -5 გრადუსზე ქვემოთ იქნება.

ამასთანავე ევროპის უმრავლეს რეგიონში მოთოვს.როგორც მეცნიერები აცხადებენ, ცივი ზამთრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, წყნარ ოკეანეში ტემპერატურის მკვეთრი მომატებაა.

ტემპერატურამ მთელი 1 გრადუსით მოიმატა, რაც გახდება მიზეზი იმისა, რომ ევროპაზე არქტიკული ყინულოვანი ჰაერის მასები გავრცელდება.