ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა ლარიზაციის მიმართულებით განხორციელებული სახელისუფლებო რეფორმები წარმატებულად შეაფასა.მისი განცხადებით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის, რადგან ლარიზაცია მათ სავალუტო კურსის მერყეობაზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის.
– 2017 წლის იანვრისთვის, როდესაც ჩვენ ლარიზაციის რეფორმას ვიწყებდით, საერთო სასესხო პორტფელში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 35 პროცენტს არ აღემატებოდა. 8 თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 43 პროცენტი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ცოტნე ყავლაშვილის შეფასებით, ლარიზაციის წარმატებული შედეგები გამოიწვია შემდეგმა გადაწყვეტილებებმა: სესხების გალარების პროგრამამ; ბიზნესისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო რესურსის დატოვებამ; სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ ლიკვიდობის მიწოდებასთან დაკავშირებით და სხვ.
ბიზნესმედია