უჩა ნანუაშვილი: “უპრეცედენტო დარღვევებია “ციანიდის სამეში”

უჩა ნანუაშვილი: "უპრეცედენტო დარღვევებია "ციანიდის სამეში"სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამსრთლოში, დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნით პროცესს ესწრება.როგორც პროცესის დაწყებამდე ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში სპეციალური დასკვნა გამოქვეყნდდება, სადაც საუბარი იქნება ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა დააფიქსირა.

– საქმე გამოირჩევა იმით, რომ პირველივე დღიდან იყო უპრეცედენტო ხასიათის დარღვევები. სავარაუდოდ, ასეთი არაერთი ფაქტი იყო დაფიქსირებული უშუალოდ დაკავების დღიდან დღემდე. ამას ემთხვევა ისიც, რომ პროცესი არის დახურული, რისი აუცილებლობაც ჩვენ ვერ დავინახეთ.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დარღვევა, მათ შორის, პრინციპების დონეზე, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბრალდებულის ინტერესების ხარჯზე ხდება, – განაცხადა სახალხო დამცველმა.