უცხოურ კომპანია ”არიკს” 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწები გადაეცა

უცხოურ კომპანია ”არიკს” 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწები გადაეცაკომპანია “არიკს” სახელმწიფომ 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწის ნაკვეთები გადასცა. კომპანიის მფლობელობაში იჯარით გადავიდა: სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 472.985 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 1.020.818 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 235.600 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 552.701 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
წლიური საიჯარო ქირა 18.900 ლარს შეადგენს.
კომპანია ვალდებულია, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში არანაკლებ 200 ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გააშენოს; ასევე, „არიკმა“ ადგილზე არანაკლებ 100.000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
“არიკ ჯგუფი” უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა.
“არიკ ჯგუფი” საგარეჯოს რაიონში, “ვინიჩიო ველის” – “მწვანე” ტურისტულ ცენტრს აშენებს.
ბიზნესმედია