ვაკეში, „პიქსელში“, ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცმა ამის შემდეგ თავადაც თვითდაზიანება მიიყენა.ორივე დაშავებული ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.