ზესტაფონში პოლიციის ყოფილი უფროსის დავით გიგაშვილის ბინა გაქურდეს. წაღებულია ოქროს ნაკეთობები. მეზობლების ინფორმაციით, დამნაშავეებს სავარაუდოდ სახლის გასაღები ჰქონდათ, რადგან კარი გატეხილი არ არის.
გიგაშვილი ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა, თუმცა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლეს.
შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
ნიუპოსტი

