ჟურნალისტი ვასიკო სილაგაძე წლების წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა, პროტესტის ნიშნად ახლა დიდუბის ეკლესიასთან მათხოვრობს.
– არაფერს ვითხოვ, უბრალოდ ამ ფორმით გამოვხატავ პროტესტს, – აცხადებს ვასიკო სილაგაძე.
მან ძალიან ბევრჯერ ითხოვა დახმარება სახელმწიფოსგან, მაგრამ არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლება არ დაინტერესებულა მისი ამბით.
საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსება არასდროს მოუთხოვია, რადგან საქართველოში ჩასატარებელი მკურნალობის კურსსაც არავინ უფინანსებს.
მძიმეა მისი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც, რადგანაც აქტიური ჟურნალისტიკიდან უცებ საწოლს მიეჯაჭვა. წლების დასჭირდა მის წამოდგომას. გადაადგილება მას დღესაც უჭირს.

