ზუგდიდში დათო შენგელიას ქვის საამქრო დააყაჩაღეს და 8.000 ლარი წაიღეს

ზუგდიდში დათო შენგელიას ქვის საამქრო დააყაჩაღეს და 8.000 ლარი წაიღესზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს.
აღნიშნული საამქრო ყოფილი “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას კუთვნილებაა.
წაღებულია 8.000 ლარამდე.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
179-ე მუხლი (ყაჩაღობა) გულისხმობს თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ნიუპოსტი