47 წლის ჯარჯი ჭითანავა ზუგდიდში სამსახურში გარდაიცვალა

47 წლის ჯარჯი ჭითანავა ზუგდიდში სამსახურში გარდაიცვალაზუგდიდში კაცის სამსახურში გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა უთხრა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, 47 წლის ჯარჯი ჭითანავაა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

პირველი