ახალგაზრდა კაცმა თელავის კაფეში ქამრით თავი ჩამოიხრჩო

ახალგაზრდა კაცმა თელავის კაფეში ქამრით თავი ჩამოიხრჩოახალგაზრდა კაცმა თელავში თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში მოხდა. ობიექტი ოჯახს ნაქირავები ჰქონდა.

ამის შესახებ “პირველის” კორესპონდენტი იუწყება.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა თავი ქამრით მოიკლა. გარდაცვლილი დღეს დილით ცოლმა ნახა.

შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ახალგაზრდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

თვითმკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

პირველი