ავარია შინდისთან – 3 წლის ბავშვი უსაფრთხოების ბალიშმა მოკლა

ავარია შინდისთან - 3 წლის ბავშვი უსაფრთხოების ბალიშმა მოკლასამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა დღეს მომხდარ ავარიას გორის მუნიციპალიტეტში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სოფელ შინდისთან ახლოს, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.
შეჯახების შედეგად უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა და მძღოლთან მჯდომმა ბავშვმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.