ბესიკ კალანდაძეს და კიდევ 4 პირს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

ბესიკ კალანდაძეს და კიდევ 4 პირს ქონებას იძულებით ჩამოართმევენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რკინიგზას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მიენიჭა. სს „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც უკვე დასრულებულია 3 გვირაბი. სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა პროექტის ბუფერულ ზონაში მოყოლილი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ ბესიკ კალანდაძის, გიორგი კალანდაძის, თამარ კალანდაძის, მაკა ბუიღლიშვილი-კალანდაძის, ციცინო კალანდაძის საკუთრებაში არსებულ 5 უძრავ ნივთთან დაკავშირებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს რკინიგზის“ შუამდგომლობა და მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.
ბიზნესმედია