დასაჯეთ დამნაშავეები! – მთავარ პროკურატურასთან “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებმა აქცია გამართეს

დასაჯეთ დამნაშავეები! - მთავარ პროკურატურასთან "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებმა აქცია გამართესმთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები დამნაშავე პირების დასჯას, მათთვის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯული ელიავამ განაცხადა, ბავშვთა სამყაროში ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, შესაბამისად, საჭიროა პროკურატურამ დროულად გამოავლინოს დამნაშავე პირები და დააკისროს მათ ზარალის ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
საპროტესტო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მთავარმა პროკურორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.
აქციის მონაწილეებს პროკურატურასთან მიტანილი ჰქონდათ ბანერები, ასევე საყვირები.
საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა.

ინტერპრესნიუსი