ეკა ნაქევხრიშვილის ქმარი ცოლის მკვლელობას თავის ძმას აბრალებს – ”ნაწამებია ადამიანი ცოცხლად, მერე არის ჩამომხრჩვალი”

ეკა ნაქევხრიშვილის ქმარი ცოლის მკვლელობას თავის ძმას აბრალებს - ”ნაწამებია ადამიანი ცოცხლად, მერე არის ჩამომხრჩვალი”ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი 18 ოქტომბერს ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ქალი შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. რამდენიმე დღეში კი ქალის ქმრის ძმამ სუიციდი სცადა.
კურიერის ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე 24 წლის ეკა ნაქევრხრიშვილის მკვლელობაში ძმას ადანაშაულებს. მისივე თქმით, ის მარტო არ მოქმედებდა.
– ჩემი ძმა მარტო ვერ გააკეთებდა ამას, ორი-სამი მაინც იქნებოდნენ, დასერილია და დალურჯებები აქვს სხეულზე, ნაწამებია ადამიანი ცოცხლად, მერე არის ჩამომხრჩვალი, – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.
24 წლის ქალის მკვლელობაზე სოფელშიც ლაპარაკობენ და მათ ვარაუდს, გარდაცვლილის მაზლის თვითმკვლელობის მცდელობაც ამყარებს.
როგორც ირკვევა ქალს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში.

ნიუპოსტი