ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას დეკემბრიდან ელოდება

ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას დეკემბრიდან ელოდებაეროვნული ბანკი ინფლაციის დონის შემცირებას დეკემბრიდან ელოდება. ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2018 წლიდან ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში არის 3%.
– ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ წელს ინფლაცია იქნებოდა მიზნობრივზე მაღალი გარკვეული მიზეზების გამო და ისიც, რომ წლის ბოლომდე შენარჩუნდებოდა დაახლოებით 6%-ის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო დაბალი იქნება დეკემბრის თვეში სხვა თანაბარ პირობებში, ხოლო 2018 წლიდან დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში არის 3%.
კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი 3%, არასდროს ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ნულიდან 3%-მდე. ეს არ არის ინფლაციის ზღვარი. ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომლის მისაღწევად ეროვნული ბანკი გადადგამს ნაბიჯებს და მიიღებს ზომებს და ის შესაძლებელია, იყოს გარკვეულწილად 3%-ზე ზემოთ, ან ქვემოთ. მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის უნდა იყოს მიზნობრივთან ახლოს, – ამბობს გვენეტაძე.

ბიზნესმედია