გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ სათავსში მოხდა. მათივე თქმით, მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.