გიორგი სოზაშვილი: „დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ“

გიორგი სოზაშვილი: „დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ“– დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ – ეს განცხადება, “სალვუსდეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა გვიან ღამით საპატრულო საგამოძიებო განყოფილების დატოვების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, თებერვალში მის კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც მას ღიად მიანიშნეს, რომ ტელეკომპანიასთან ურთიერთობა შეეწყვიტა და „რუსთავი 2“-ში რეკლამა აღარ განეთავსებინა.
– დამირეკეს და მითხრეს, რომ მე იმიტომ მიკეთებენ ამას, რომ „რუსთავი 2“-ს ვაფინანსებ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შეკვეთა გვქონდა შეკვეთილი „რუსთავი 2“-ზე. პირდაპირ მითხრეს, რომ ეს ამის გამო კეთდება. ძალიან ვთხოვთ ყველას, ბიზნესს ვაცადოთ თავისუფლად საქმის კეთება, – ამბობს გიორგი სოზაშვილი.
გიორგი სოზაშვილის საგამოძიებო უწყებიდან გამოკითხვის გარეშე, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს. ადვოკატის ვარაუდით, სამხილების არ არსებობის გამო, საქმე მალე მთლიანად შეწყდება.