გლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს – მამაკაცი სადილს ამზადებდა და გაზქურიდან ცეცხლი მკლავზე წაეკიდა

გლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს - მამაკაცი სადილს ამზადებდა და გაზქურიდან ცეცხლი მკლავზე წაეკიდაგლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული არიან შს სამინისტროს წარმომადგენლები.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ვულკანიზაციაში მუშაობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სადილს ამზადებდა და გაზქურიდან ცეცხლი მკლავზე წაეკიდა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი