გოგა ონიანი გამამართლებელ განაჩენს ელის – საბოლოო სიტყვას ის 3 ნოემბერს იტყვის

გოგა ონიანი გამამართლებელ განაჩენს ელის - საბოლოო სიტყვას ის 3 ნოემბერს იტყვისბრალდებული გიორგი ონიანი საბოლოო სიტყვით მომდევნო სასამართლო პროცესზე წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.
როგორც გიორგი ონიანმა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის გამამართლებელ განაჩენს ელოდება, რადგან საქმეში მისი მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 13:30 საათზეა ჩანიშნული.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით მოხდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის, ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

ინტერპრესნიუსი