იტალიაში საქართველოს 43 წლის მოქალაქეს 16 თვე ციხე მიუსაჯეს

იტალიაში საქართველოს 43 წლის მოქალაქეს 16 თვე ციხე მიუსაჯესიტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური გამოცემა Sulpanaro წერს, გამოძიება 43 წლის ქართველ კაცს ქურდობაში სდებს ბრალს.

როგორც გაირკვა საქართველოს მოქალაქეს კრიმინალური წარსული აქვს. ის ქურდობისთვის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. ამჯერად პოლიციამ ის ქალაქ მოდენას ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქურდობისას აიყვანა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულმა სხვადასხვა სექციიდან პროდუქტები მოიპარა, რის გამოც დაცვის სამსახურმა გაჩხრიკა. დაკავებისას მისი ჩანთა ალუმინის ფირფიტებით გაწყობილი აღმოჩნდა, რაც მაღაზიის დეტექტორების სიგნალს ახშობდა. შესაბამისად, მოპარული ნივთების გატანას მაღაზიიდან თავისუფლად ახერხებდა.

ბრალდებულს 1 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

იმედინიუსი