ხმაური სასამართლოში – ნაციონალები მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ხმაური სასამართლოში - ნაციონალები მოსამართლემ დარბაზიდან გააძევასაკრებულოსთან დაკავებული ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. საქმის განხილვა კი საქალაქო სასამართლოში დასრულებულია და გადაწყვეტილება მომდევნო პროცესზე, 9 ნოემბერს გამოცხადდება.
დღეს ბრალდების მხარემ, ის მტკიცებულებები წარადგინა, სადაც სამართალდამცველების შეფასებით, აქციის მონაწილეების მხრიდან ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა იკვეთება.ბრალდებულები კი თვლიან, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ამტკიცებს მათ ბრალეულობას.
– ძალიან კარგად იღებდა სუს-ი საკრებულოს ფანჯრებიდან, იმ კადრებში ჩანს ყველაფერი და ვთხოვე, რომ წარმოადგინონ მათი ჩანაწერები, რაზეც გვითხრეს, რომ ხელი არ მიუწვდებათ მსგავსი ჩანაწერების მიმართ. იცით რატომ არ წარმოადგენენ მსგავს ჩანაწერებს? იმიტომ, რომ ყველა მსგავს ჩანაწერში ძალიან კარგად ჩანს თუ თვითონ სამართალდამცველები, როგორ არღვევენ კანონს. ჩვენ კანონს არსად ვარღვევთ, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბესიკ გაზდელიანმა.