კოტე იოსელიანი: “მღებრიშვილის პირობებში, პოლიცია გახდა დეპორტირებული ქურდების სატრანზიტო სამსახური”

კოტე იოსელიანი: "მღებრიშვილის პირობებში, პოლიცია გახდა დეპორტირებული ქურდების სატრანზიტო სამსახური"საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს. ოპოზიციის განცხადებით, ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონში მომხდარი ტრაგედია, სისტემური პრობლემის შედეგია. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანი აცხადებს, რომ მღებრიშვილმა ქართველ პოლიციელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
– შს მინისტრი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში, მან უნდა გასცეს ყველა მწვავე შეკითხვას პასუხი, ბოდიში მოიხადოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს და მერე კიდევ ერთხელ მოუხადოს თითოეულ ქართველ პოლიციელს ბოდიში იმ მავნებლობისთვის, რაც მან მიაყენა ქართულ პოლიციას. მღებრიშვილის პირობებში, საქართველოს პოლიცია, ჩვენი საამაყო პოლიცია, გახდა დეპორტირებული ქურდების სატრანზიტო სამსახური სამწუხაროდ. თბილისის აეროპორტიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ჩვენ უკიდურესად დაბალი დონე გავქვს პოლიციელების გადამზადების და ესეც შს მინისტრის პასუხისმგებლობაა და სამწუხაროდ, შს მინისტრს არ ყოფნის გაქანება იმისა, რომ განსაზღვროს რამდენად მნიშვნელოვანია პოლიციის დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისაგან, –  განაცხადა კოტე იოსელიანმა.