მაღაზიაში „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოლარეს ფული გამოსძალა. მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟიჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.

