დღეს დილით მედიაჰოლდინგ “კლიპ-არტის” ოფისი გაძარცვეს.
თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ოფისში მისულ ჟურნალისტებს ჰოლდინგის დოკუმენტაცია ძირს გადმოყრილი დახვდათ, ჩაკეტილი ოთახების კარები კი გატეხილი.
ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო ჯგუფი, ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცავები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
პოლიცია ამ დრომდე არკვევს, მძარცველმა ოფისიდან რა წაიღო.

