კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებას ტოვებს.
კანონიერი ქურდი, რომელთან მჭიდრო კავშირშიც ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებდა არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაათავისუფლეს.
მეშვიდე საპყრობილესთან დილიდან გორაძის ახლობლები იყვნენ შეკრებილები, თავად კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაწესებულება დაბურულმინებიანი ავტომობილით დატოვა.
კანონიერი ქურდი ჯგუფური გამოძალვის ორგანიზებაში იყო ბრალდებული.
– საქართველო რატომ უნდა დატოვოს? მას აქვს უფლება წავიდეს სახლში და დაიძინოს, რამდენად იქნება ისე, როგორც წესია, ეს კითხვა უნდა დაუსვათ შესაბამის ორგანოებს, – აცხადებს ლავასოღლის ადვოკატი.
ნიუპოსტი

