მუხიანში მამაკაცი დენმა მოკლა

თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს დენმა დაარტყა და სწორედ აღნიშნული გახდა ფატალური შედეგის მიზეზი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.