ნინო დარსალია – გია გორგოშაძეს დღეს 100 მილიონი აქვს. მომიშორა და ქუჩაში დამტოვა

ნინო დარსალია - გია გორგოშაძეს დღეს 100 მილიონი აქვს. მომიშორა და ქუჩაში დამტოვაშს სამინისტრო ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებ,რომ ბაგებში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე კომპანია ,,გორგიას” მფლობელის გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია არის დაკითხული, თუმცა ,,კურიერისთვის” ცნობილი გახდა,რომ ოთხკაციანი ჯგუფიდან რომელიც გორგოშაძის გატაცებას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, ორ პირთან ნინო დარსალიას ახლო ნაცნობობა აკავშირებს.

,,კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნინო დარსალიას ბინიდან მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერები წაიღეს. დაკითხეს ბიზნესმენის ყოფილი ცოლიც.

როგორც ირკვევა, ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთთან ქონებრივი დავა აქვთ.

ჯერ კიდევ 2013 წელს ნინო დარსალია აცხადებდა, რომ მისი ყოფილი ქმარი გადამგდებია და რომ ბიზნესი მისი კუთვნილი ოქროს მოტყუებით ბიზნესში ჩადებით დაიწყო.

,,მე 2 კგ-მდე ოქრო მქონდა და მოტყუებით ეს ოქრო ჩამადებინა ბიზნესში. როდესაც ცოლად გავყევი, ჰქონდა ორი პატარა მაღაზია და საოფისე შენობის კარკასი. დღეს 100 მილიონი აქვს. მომიშორა და ქუჩაში დამტოვა. გია გორგოშაძეს, ბათუმშიც და თბილისშიც მას იცნობენ, როგორც ცნობილ გადამგდებს! რეპუტაცია ნულზე აქვს პარტნიორებთან! შეპირდება ვინმეს რამეს, მერე თავისას გაისწორებს და გადააგდებს. დიახ, ჩვეულებრივი თაღლითია! ერთი პერიოდი „ნაციონალებს” აფინანსებდა… ფინანსურმა პოლიციამ დიდი დარღვევები უპოვა, თუმცა, დღესაც აგრძელებს სომხეთსა და აზერბაიჯანში მაქინაციებს…”-ამბობს დარსალია ,,რეპორტიორთან” საუბრისას.

ამასთან დაკავშირებით ელისო კილაძემ ასეთი პოსტი დადო ფეისბუქში:

“ახლა ორი კითხვა მაქვს:
1.რა ბედი ეწია საქმეს (ყოფილი ცოლის საჩივარს ),რომელსაც ქ.თბილისის პროკურატურა იძიებდა?
2.ნანა ყეენიშვილმა რომ ფული გამოსძალა ნინო დარსალიას,განაში ოქროს ბიზნესს ვიწყებო ,სად წაიღო ის ფული ?”!