კახეთში, ყვარელში, მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
სამივე მათგანი საავადმყოფოში არის გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ექსპლუატაციის და მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.

