ქუთაისში, რესტორან ”ქალაქურთან”, რუსულნომრიანმა მიკროავტობუსმა 13 წლის გოგონა გაიტანა

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რესტორან „ქალაქურთან“, 13 წლის გოგონას რუსული სანომრე ნიშნებიანი მიკროავტობუსი დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის დროს ბავშვი გზაზე გადარბოდა.

გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი