რომან გოცირიძე – „ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება“

რომან გოცირიძე - „ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება“– ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბიუჯეტში ნაშთი 1,18 მილიარდი ლარია. 478 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. ეს დაუხარჯავი ფულია. ბიუჯეტის ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენაა. რომ არ დახარჯონ, ლარს არაფერი დაემუქრება. მაგრამ როდის მომხდარა, რომ საღი გონებით ემოქმედათ.
ახლა არც ამათი საყვარელი თავის მართლების ძველი ფაქტორი არსებობს( საგარეო) და არც ახლახანს გამოგონილი (მოლოდინები). საფრთხე კვლავ ბიუჯეტშია: ცხრა თვეში დაიხარჯა 8,144 მილიარდი ლარი, დარჩენილ სამ თვეში უნდა დაიხარჯოს 3,271 მილიარდი. უმეტესი ნაწილის ხარჯვა ტრადიციულად ნოემბერ- დეკემბერში მოხდება. თუ ჯანდაცვის პროგრამას ვალები დაუგროვდა ( რაც მოსალოდნელია), ხარჯები კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს.
სამი წელიწადია ზედიზედ ერთი და იგივე ხდება და მაინც თავისას გაიძახიან, ბიუჯეტი არაფერ შუაშიაო. შუაშია კი არა, თავშია. მე გამიფრთხილებიხართ! თუმცა რა აზრი აქვს. უკვე მერამდენედ!“, – წერს გოცირიძე.