რუსთავში 12 წლის გოგონაზე 40 წლის მოძალადე პოლიციამ დააკავა

რუსთავში 12 წლის გოგონაზე 40 წლის მოძალადე პოლიციამ დააკავაპოლიციამ რუსთავში, 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ბრალდებული დააკავა. სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მეზობლების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი არარულწლოვანს სადარბაზოსთან დახვდა, პირზე ხელი ააფარა და კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა.
ბავშვმა ყვირილი მოახერხა, რის შემდეგაც ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნიუპოსტი