საბურთალოზე პოლიციას 32 წლის მამაკაცი დაკავების დროს შემოაკვდა

საბურთალოზე პოლიციას 32 წლის მამაკაცი დაკავების დროს შემოაკვდათბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ახალგაზრდა პოლიციას შეამოკვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემომყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება”- ნათქვამია განცხადებაში.