“სალვუს დეველოპმენტის” სათაო ოფისში პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები კომპანიაში იარაღს ეძებენ.
სამართალდამცავები კომპანიაში და მფლობელის სახლში დღეს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შევიდნენ. ერთ-ერთი კლიენტი ამტკიცებს, რომ შეჩერებული მშენებლობის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ კომპანიის დირექტორი მას იარაღით დაემუქრა. კურიერის ინფორმაციით, მოქალაქე პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმაა.
– მომადო იარაღი, მემუქრებიდა დაგხვრეტო. ქალბატონები არიან აქ, რომლებიც ჩემსავით დაზარალებულები არიან, – განაცხადა მოქალაქემ.
კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მოქალაქე მათ ემუქრებოდა და ამის ამსახველი ვიდეო-მასალაც გააჩნიათ.
ნიუპოსტი

