“საქართველოს 8 მოქალაქის ფოტო, რომლებიც მოხუც ხალხს ძარცვავდნენ”- ბერძნული მედია

"საქართველოს 8 მოქალაქის ფოტო, რომლებიც მოხუც ხალხს ძარცვავდნენ"- ბერძნული მედიასაბერძნეთის პოლიციის ცნობით ხანდაზმული პირების დაყაჩაღების ბრალდებით 8 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. მათ მიერ ნაძარცვი ნივთების ღირებულებამ 200 ათას ევროს მიაღწია. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები მიზანმიმართულად ხანში შესული ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შედიოდნენ და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებლად ასაღებდნენ თავს, რის შემდეგ მათ ძარცვავდნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით ისინი სხვადასხვა გვარ-სახელებით სარგებლობდნენ.

ნიუპოსტი