საქართველოში 871 ცალი ბრილიანტი მალულად შემოიტანეს

საქართველოში 871 ცალი ბრილიანტი მალულად შემოიტანესფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოში 871 ბრილიანტის თვალი შემოიტანეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო – საავტომობილოს“ გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო, ორ შემთხვევაში, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოიტანას ცდილობდნენ“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214 -ე პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით”- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.