საშინელი ავარია სართიჭალასთან – დაიღუპა 2 ქალი, დაშავდა 7 ადამიანი

სოფელ სართიჭალასთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ქალი გარდაიცვალა და 7 პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 30-ს და 50 წლის ქალები არიან.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიუპოსტი