შს სამინისტრო ორგანიზაცია “საფარის” წევრ მარი კურტანიძეზე მისი ყოფილი მასწავლებლის თამაზ აქუბარდიას მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს შეისწავლის.
“პირველს” შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ძალოვან უწყებას კონკრეტული თემის შესახებ შეტყობინება არ მიუღია, თუმცა რეაგირებას მაინც მოახდენს.
კურტანიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოფილი მასწავლებელი თამაზ აქუბარდია სექსუალურად ავიწროებდა.
“აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი”, – ნათქვამია კურტანიძის წერილში.

